გასულ წელს დედამიწის ბრუნვის დრო დაჩქარდა!

გასულ წელს დედამიწის ბრუნვის დრო დაჩქარდა!

გასული წელი ყოველმხრივ უცნაური და უჩვეულო რომ იყო, ალბათ, ყველა ვთანხმდებით. ამას კიდევ ერთი მეცნიერული დაკვირვება ადასტურებს – 2020-ში დედამიწამ გაცილებით სწრაფად ბრუნვა დაიწყო, ვიდრე უკანასკნელ 50 წელიწადში. წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ერთი დღე-ღამე აღარ მოიცავს სრულ 24 საათს, არამედ 0.5 მილიწამით მოკლეა. 

ეს არც ისე საგანგაშოა – პლანეტის ბრუნვა მხოლოდ ოდნავ აჩქარდა, რაც ატმოსფერული წნევის, ქარების, ოკეანეების დინებისა და ბირთვის მოძრაობის ცვლილებებით არის გამოწვეული. თუმცა საერთაშორისო ქრონომერტისტებისთვის, რომლებიც კოორდინირებული უნივერსალური დროის გასაზომად ულტრაზუსტ ატომურ საათებს იყენებენ, აღნიშნული ცვლილება მართლაც შემაწუხებელია. მათთვის აუცილებელია, რომ მოწყობილობის მიერ ნაჩვენები და ცაზე მზის მდებარეობის მიხედვით განსაზღვრული დრო ერთმანეთს ემთხვეოდეს.
საინტერესოა, რომ ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მეცნიერებმა სტანდარტულ 24 საათს ე.წ. “ნაკიანი წამი” რამდენჯერმე დაუმატეს – ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედამიწა ნელა ბრუნავდა.



მართალია, დედამიწის ბრუნვის ცვლილებას მხოლოდ ატომური საათი აფიქსირებს სრული სიზუსტით, თუმცა სხვაობა იქამდე უნდა იქნას აღმოფვრილი, ვიდრე სატელიტებსა და სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობებზეც ექნება გავლენა. ამისათვის მეცნიერები სხვადასხვა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ, მაგალითად “უარყოფითი ნაკიანი წამის” შემოღება, რასაც დედამიწის როტაციის საერთაშორისო სერვისი ჯერჯერობით არ ეთანხმება.
აზრთა სხვადასხვაობა, სავარაუდოდ, 2023 წლის მსოფლიო რადიოკავშირის კონფერენციამდე გაგრძელდება, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივლენ მეცნიერები.


ზარის მოთხოვნა
FACEBOOK კომენტარები