შესვლა
5 ნაბიჯი წარმატებული ბრენდის შესაქმნელად
  • 23-02-2021, 01:45
  • სიახლეები / ბრენდინგი & დიზაინი
  • 114
  • 0

ბიზნესის ბრენდირებისთვის შეგიძლიათ გადადგათ შემდეგი ნაბიჯები, რათა შეიმუშაოთ ბრენდის წარმეტების სწორი და მარტივი სტრატეგია.

  1. განსაზღვრეთ თქვენი ბრენდი

სანამ თქვენი ლოგოსათვის ფერთა პალიტრის ან შრიფტის არჩევას დაიწყებთ, ჯერ უნდა გაარკვიოთ ვინ ხართ და რას აპირებთ, როგორც კომპანია. ამ ნაწილს სჭირდება გარკვეული კორპორატიული თვითგამორკვევა. დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:

  1. რა არის ჩემი კომპანიის მისია და ძირითადი ღირებულებები?
  2. რა ცვლილება უნდა შეიტანოს ჩემმა კომპანიამ არსებულ ინდუსტრიაში?
  3. რა მახასიათებლებით და უპირატესობებით უნდა იყოს ცნობილი ჩვენი პროდუქტი?
  4. რა თვისებებით უნდა ასოცირდებოსდეს ჩემი კომპანიის პროდუქტი პოტენციური კლიენტების მეხსიერებაში?

ავთენტური პასუხის მისაღებად ჩაატარეთ კვლევა ზემოთ დასმულ კითხვებზე. განსაზღვრეთ თქვენი სამიზნე მომხმარებლები - მათი ქცევა, საჭიროებები და თვისებები, რასაც ისინი ეძებენ პროდუქტში ან მომსახურებაში.

ასევე ყურადღება მიაქციეთ თქვენს კონკურენტებს. როგორ წარადგენენ ისინი ბაზარზე თავიანთ ბრენდს? რა განმასხვავებელი ნიშანი გექნებათ თქვენ მათგან? ეს მონაცემები ხელს შეგიწყობთ რათა განსაზღროთ თვენი ბრენდის ნიშა არსებულ ბაზარზე.

2.  შექმენით თქვენი ბრენდის სტილი

მას შემდეგ, როდესაც განსაზღვრათ თუ რას გააკეთებს და რა დაიჭერთ არსებულ ინდუსტრიაში, უკვე შეიძლება თქვენს შესახებ საზოგადოებას განაცხადი გააკეთოთ. სწორეს აქ,  ამ საფეხურზე იღებთ თქვენი ბრენდის ვიზუალიზაციას  და ქმნით ბრენდს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი თქვენი ბიზნესის ბრენდინგში.

  1. ბრენდის დიზაინის შაბლონი - თქვენი ბრენდისთვის ვიზუალის შექმნამდე შეიმუშავეთ  დიზაინის სრული სტრატეგია !!! იგი მოიცავს ფერს, ტიპოგრაფიასა და ფორმატს, როგორც დიზაინის ფუნდამენტს. ეს გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თქვენი ბრენდის დიზაინი შესაბამისაობაში მოვა თქვენს ლოგოტიპთან, ელ.ფოსტის ხელმოწერასთან, ვებგვერდთან და ბეჭდურ მასალებთან;
  2. ლოგო  - კომპანიის ლოგო არის ერთ-ერთი ვიზუალური აქტივი, რომელიც უმრავლესობას ყველაზე პირველი უტივტივდება გონებაში ბრენდის შექმნისას. ის ხომ კომპანიის სახედაა მიჩნეული. ამას ხედავენ ადამიანები, როდესაც პირველად ხვდებიან თქვენს ბრენდს;
  3. ვებგვერდი (სოციალური მედია)  - თქვენი ვებგვერდი (სოც. მედიის გვერდი) თქვენს საკუთრებაში არსებული  „მიწის ნაკვეთია« ციფრულ სამყაროში. ეს ასევე ჰგავს ფანჯარას, რომელშიც მომხმარებლებს შეუძლიათ შემოიჭყიტონ და თვალი ადევნონ თუ რას სთავაზობთ;
  4. ბრენდინგის სხვა ელემენტები - თქვენი სავიზიტო ბარათი, ბლანკი, ელ.ფოსტის ხელმოწერა, პროდუქტის შეფუთვა და სხვა;

ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა წააწყდნენ მომხმარებლები თქვენს ბრენდს - იქნება ეს თქვენს ვებგვერდზე, სოციალურ მედიაში, ან დაბეჭდილ ფლაერზე - უნდა იყოთ დარწმნუნებული, რომ დიზაინის ელემენტები შეესაბამება თქვენი ბრენდის ყველა აქტივს;

დარწმნუნებული, რომ დიზაინის ელემენტები შეესაბამება თქვენი ბრენდის ყველა აქტივს.

3.  უამბეთ თქვენი ბრენდის ისტორია მომხმარებელს

ბრწყინვალე დიზაინის მიღმა, ასევე უმნიშვნელოვანესია თქვენი ბრენდის ისტორია. რა გზავნილი გსურთ გაუგზავნით თქვენს აუდიტორიას? თქვენი ბიზნესის ბრენდინგისას, დარწმუნდით, „გზავნილი“ შეესაბამება ბრენდს.

გაითვალისწინეთ, რომ მყიდველები არ ეძებენ მხოლოდ პროდუქტს. მათ სურთ შთაბეჭდილება და ნამდვილი ურთიერთქმედება ბრენდთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი ბრენდის ამბავმა უნდა შეუწყოს ხელი დააინტერესოს თქვენით პოტენციური მომხმარებლები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მყიდველთან და პოტენციურ კლიენტებთან იყოთ რაც შეიძლება გულწრფელი. თქვენი ბრენდის სიუჟეტი უფრო ავთენტური რომ გახდეს, მნიშვნელოვანია მისი პირად დონეზე გადმოცემა. ეს ნიშნავს ბრენდის ენის ან ხმის გამოყენებას, რომელიც ემოციურად აკავშირებს მომხმარებლებს. მხიარული და მეგობრული ხარ? თუ გსურთ გამოიყურებოდეთ პროფესიონალურად და სერიოზულად? დარწმუნდით, რომ თქვენი ხმით გამოკვეთთ თქვენს ბრენდს, როგორც პიროვნებას.

თქვენი ბრენდის ისტორია შეიძლება იყოს პირადი გამოცდილების ან აღებული თქვენი მომხმარებლის საინტერესო ცხოვრებიდან. როგორ ძალიანაც არ უნდა გინდოდეთ, ისტორია თქვენს ბრენდზე ნაკლებად უნდა გადმოსცემდეს და უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე,  თუ რა არის მნიშვნელოვანი თქვენი მომხმარებლისთვის.

4.  იყავი თანმიმდევრული და ერთგული შენი ბრენდის

თქვენი ბიზნესის ეფექტური ბრენდინგის გასაღები თქვენს თანმიმდევრულობაშია. ყველაფერს, რასაც თქვენი ბრენდის შესახებ მომხმარებელი ხედავს, ისმენს ან გრძნობს, იდენტური უნდა იყოს ნებისმიერ სივრცეში, «ონლაინში თუ ოფლაინში». ანუ კიდევ ერთხელ რომ ავხსნათ ელემენტარულ დონეზე, არ შეიძლება ვებგვერდი გქონდეთ ლურჯი, ფლაერი - მწვანე, სოც ქსელი - ყვითელი და შეფუთვა - ნაცრისფერი.

არ აქვს მნიშვნელობა, მომხმარებელი ჩეულებრივ თქვენს მაღზიაში შემოდის თუ ყიდულობს პროდუქტს თქვენს საიტზე, თქვენი ბრენდის იმიჯი უცვლელი უნდა რჩებოდეს. კიდევ ერთხელ, დაიცავით სტანდარტული დიზაინის სახელმძღვანელოს (ბრენდბუქის) მითითებები, თქვენი ბრენდის თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად.

დაბოლოს, იყავით თქვენი ბრენდის ერთგული. დარწმუნდით, რომ რასაც ჰპირდებით მომხმარებელს, რეალურად ემთხვევა თქვენს რეალურ გამოცდილებას. ასე რომ, თუ ყიდით სმარტ საათებს, რომლებსაც შეუძლიათ ვარჯიში და გულისცემა აკონტროლონ, შეასრულეთ ეს პირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ თქვენს მომხმარებლებს თავს მოტყუებულად აგრძნობინებთ და ისინი მეორედ აღარ დაბრუნდებიან თქვენთან.

5.  სწორი ბრენდინგი თქვენი ბიზნესისთვის!

შესანიშნავი ბრენდის შექმნა უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ ფერი, შრიფტი და ლოგოს დიზაინი. ეს თქვენი კომპანიის იდენტურობის სიმბოლოა - ვინ ხართ, ვინ გსურთ იყოთ და როგორ გხედავენ სხვები. როდესაც მომხმარებელს ადვილად შეუძლია აღიაროს და მიიღოს შენი ბრენდი, მათთვის შენ უფრო მეტი ხარ ვიდრე სახელი და ლოგო.

სწორეს ეს ქმნის ბრენდს დასამახსოვრებელს. თქვენ არ გჭირდებათ უზარმაზარი სიმდიდრე ბრენდის შესაქმნელად, რომელიც ყველას მოეწონება. მცირე შემოქმედებითობა და თქვენი ძლიერი მხარის გაგება, მოგცემთ იმის საშუალებას და შესაძლებლობას მოიზიდოთ და შეინარჩუნოთ თქვენს პროდუქტზე / მომსახურებაზე ორიენტირებული ძირითადი აუდიტორია.

ეს პრაქტიკული რჩევები დაგეხმარებათ გამოიყენოთ თქვენი ბრენდის შექმნაში. თუ თქვენ გჭირდებათ უფრო მეტი დახმარება თქვენი ბრენდის დონის ასამაღლებლად, სიამოვნებით დაგეხმარებათ.

შემდეგი სტატიებში განვიხილავთ გრაფიკულ დიზაინს, ვიდეოგრაფიბს, შინაარსის შექმნას, მარკეკტინგული გეგმის შემუშვებას რათა შესძლოთ თქვენი ბრენდის წინა პლანზე წამოწევა.


ნინო მჭედლიშვილი

img

სხვა სიახლეები

Facebook-ზე ავსტრალია სანახევროდ დაიბლოკა

Facebook-ზე ავსტრალია სანახევროდ დაიბლოკა

Facebook-ზე ავსტრალია სანახევროდ დაიბლოკა...

5 ნაბიჯი წარმატებული ბრენდის შესაქმნელად

5 ნაბიჯი წარმატებული ბრენდის შესაქმნელად

ბიზნესის ბრენდირებისთვის შეგიძლიათ გადადგათ შემდეგი ნაბიჯები, რათა შეიმუშაოთ ბრენდის წარმეტების სწორი და მარტივი...