შესვლა

ლოგოს დამზადება




ჩვენ გთავაზობთ ორიგინალური და დახვეწილი ლოგოს დიზაინს, რომელიც ორიენტირებული იქნება თქვენი ბრენდის ორიგინალურობისა და საქმიანობის ჩვენებაზე.


  • მორგებულია მომხმარებელზე

ჩვენთან ლოგოს დამზადება და კლიენტის აზრი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. თითოეულ კლიენტს აქვს საკუთარი მოთხოვნები, სურვილები და საჭიროებები. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ ლოგო, რომლის კონცეფცია და არსი ოპტიმალურად დააკმაყოფილებს კლიენტის მოთხოვნებს.

 

  • ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტებს

თანამედროვე გრაფიკული დიზაინი არის დინამიური მიმართულება. ის, რაც წარმატებული იყო 2019 წელს, შესაძლოა არაეფექტური იყოს 2020 წელს. ამიტომ, ჩვენი გრაფიკული დიზაინერები ცდილობენ შექმნან ლოგოს კონცეფცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

 

  • შეუძლია მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია

ლოგოს დიზაინი კონცეპტუალურად უნდა გადმოსცემდეს კომპანიის არსს. ამის მიღწევა შესაძლებელია ამა თუ იმ გრაფიკული ელემენტის გამოყენებით. ლოგოს მომხმარებლებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მათ აცნობოს, თუ რომელ კომპანიასთან / ბრენდთან აქვთ საქმე.

 

  • ხარისხი

ჩვენი ლოგოები შექმნილია ვექტორულ ფორმატში. ეს ნიშნავს, რომ ლოგოს ზომის ციფრული გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში, მისი ხარისხი არ გაფუჭდება. ასევე, ხარისხი ნიშნავს, რომ ლოგოები შექმნილია პროფესიონალთა მიერ.

 

  • ფორმატი

ლოგო გადაეცემა როგორც სამუშაო, ასევე საბეჭდი ფაილის სახით.