+995 322 83 24 08 admin@mx.com.ge საქართველო,ბათუმი

ციფრული ხელსაწყოები, რომლებიც დისტანციურ მუშაობაში დაგეხმარებათ

ამ ბლოგში, კl გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი რჩვები, თუ როგორ შეიძლება გაიმარტივოთ სამუშაო პროცესი ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით, დისტანციური მუშაობის დროს და თანაც სრულიად უფასოდ.

ციფრული ხელსაწყოები, რომლებიც დისტანციურ მუშაობაში დაგეხმარებათ

ფიზიკურ გარემოში შეხვედრები VS ვიდეო კონფერენციები

Google Hangouts და Google Meet

„გუგლი“ გთავაზობთ ვიდეო კონფერენციის ორგანიზებას, სადაც შეგიძლიათ შეკრიბოთ კოლეგები და იმსჯელოთ მიმდინარე კვირის გეგმებზე და სამუშაო საკითხებზე. ასევე, გაესაუბროთ თქვენს პარტნიორებს და ჩაუტაროთ პრეზენტაცია ონლაინ, თქვენი დესკტოპის გაზიარების ფუნქციით. პროცესი ძალიან მარტივია. უბრალოდ შექმენით ვიდეო კონფერენციის ბმული და გაუზიარეთ კოლეგებს. დამატებით, შეგიძლიათ Google Calendar-ში ჩაინიშნოთ დაგეგმილი ვიდეო კონფერენციები თუ ზარები, რაც თქვენი სამუშაო კალენდარის უფრო ეფექტიან ორგანიზებაში დაგეხმარებათ.


შეკრებები ოფისში VS ონლაინ განხილვები

Facebook Groups და Workplace

ფეისბუქი გთავაზობთ, როგორც ჯგუფებს, (groups) კოლეგების თავშეყრისა და საჭირო საკითხების დისტანციურად განხილვებისთვის, ასევე პროფესიონალურ დონეზე სამუშაო სივრცის (workplace) შექმნას, რომელიც უფრო გუნდურ მუშაობაზეა მორგებული და ხელს უწყობს სამუშაოს ეფექტიანობის ზრდას.

Asana

პროექტის და დავალებების დისტანციური მართვა უფრო პრაქტიკული და მარტივია „Asana-ს“ გამოყენებით, სადაც თქვენს კოლეგებს უნაწილებთ შესაბამის დავალებებს და სამუშაოს, ჩაბარების ეტაპების მიხედვით კი განიხილავთ თუ რამდენად დროულად სრულდება ისინი.


მეხსიერების ბარათი VS ფაილები ღრუბლებში

Wetransfer

სასურველი ფაილების მიწოდება მეხსიერების ბარათით უკვე აღარ არის საჭირო. საიტის დახმარებით შეგიძლიათ 2 გბ-მდე ზომის ფაილები გადაუგზავნოთ თქვენს კოლეგებსა თუ დამკვეთებს. გაგზავნილი ფაილები საიტზე 7 დღის განმავლობაში ინახება.

Dropbox

ერთმანეთთან ფაილების მიმოცვლის გასამარტივებლად და საერთო პროექტებზე ერთ სივრცეში სამუშაოდ, თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ „Dropbox-ი“ – აღნიშნული აპლიკაცია მოგცემთ საშუალებას შექმნათ საქაღალდეები, რომელსაც დაახარისხებთ პროექტების ან თემების მიხედვით და შესაბამისი კომპეტენციის პირებს გაუზიარებთ ონლაინ. ამ პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ხელმისაწვდომობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაილებთან წვდომა გაქვთ ნებისმიერ კომპიუტერთან მოხვედრის შემთხვევაშიც კი. უბრალოდ გადიხართ ავტორიზაციას ვებგვერდზე და თქვენი ყველა ფაილი ხელმისაწვდომია ონლაინ. „Dropbox-ის“ ჩამოტვირთვა ასევე შეგიძლიათ მობილურ ხელსაწყოზეც.

Google Drive

„გუგლ დრაივი“ 15 გბ-მდე ფაილების შენახვის საშუალებას გაძლევთ, განუსაზღვრელი დროით და მასაც გააჩნია „Dropbox-ის“ მსგავსი ფუნქციები. მათ ვისაც გამოკითხვების, გამოცდების ან ტესტების ჩატარება სურს დისტანციურად, შეუძლიათ ისარგებლონ Google Foms მომსახურებით. საერთო დოკუმენტებზე, ექსელის ფაილებზე თუ პრეზენტაციებზე მუშაობის პროცესს კი Google DocsSheets და Slides გაგიმარტივებთ. აქვე შეგიძლიათ ისარგებლოთ დამატებითი საინტერესო ფუნქციით – დოკუმეტნის კონვერტაცია PDF ან სხვა სასურველ ფორმატში.


ოფისში მისვლები VS დისტანციური მართვა

Teamviewer

თუ თქვენი ოფისის კომპიუტერში ბევრი საჭირო ფაილი გაქვთ, რომლის ჩამოტვირთვა და სახლში წამოღება არ შეგიძლიათ, მაშინ კომპიუტერის დისტაცნიურად მართვის პროგრამა – Teamviewer თქვენთვის არის შექმნილი. თქვენ დაგჭრიდებათ მხოლოდ ოფისის და სახლის კომპიუტერებზე აღნიშნული პროგრამის ინსტალაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი ორივე კომპიუტერი შეგიძლიათ დააკავშიროთ ერთმანეთს და დღის ნებისმიერ მონაკვეთში სახლიდან იმუშავოთ ოფისის კომპიუტერში.


მივესალმებით თითოეული კომპანიისა და ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, ვინც უკვე გადავიდა დისტაციური მუშაობის ტაქტიკაზე და მოვუწოდებთ სხვებსაც, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

ჩვენი გუნდის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს!

Facebook კომენტარი
  •  
  •  
  •  
  •