Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
+995 322 83 24 08 admin@mx.com.ge საქართველო,ბათუმი

instagram “ვერიფიკაცია”

დღეიდან Instagram-ი უფრო მეტ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას ვერიფიკაცია გაიაროს. უმჯობესდება ზოგადი უსაფრთხოების პარამეტრებიც. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

გვერდებს, რომლებსაც დიდი აუდიტორია ჰყავთ ვერიფიკაციის მიღება სპეციალური განაცხადის შევსების შემდეგ შეუძლიათ.

ამისთვის Instagram-ის ანგარიშის მფლობელი უნდა შევიდეს პარამეტრებში (Settings) და ვერიფიკაციის მოთხოვნის (Request Verification) გრაფა გახსნას, სადაც ექაუნთის და სრულ სახელს ჩაწერს, ასევე პირადობის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტს მიაბამს ფორმას და ისე გაგზავნის მოთხოვნას. ამის შემდე Instagram-ი შეატყობინებს მომხმარებელს გაიარა თუ არა მისმა ანგარიშმა ვერიფიკაცია.

Facebook-მა Instagram-ი 2012 წელს შეიძინა.

Facebook-ის 14 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.

Facebook კომენტარი
  •  
  •  
  •  
  •  
Facebook გვერდი