+995 322 83 24 08 admin@mx.com.ge საქართველო,ბათუმი

Facebook_ს ლაიქების დამალვის ფუნქცია დაემატა

Facebook-მა ლაიქების დამალვის ფუნქციის დატესტვა დაიწყო. დღეიდან, ავსტრალიაში, ზოგიერთი მომხმარებელი ვეღარ დაინახავს, რამდენი მოწონება მოაგროვა ფოტომ, ან სხვა მომხმარებლის Facebook პოსტმა. ფუნქცია სოციალურ ქსელში არსებულ რეაქციის გამოხატვის ფუნქციასაც შეეხება.  

ანალოგიური ცვლილება Instagram-ზე ივლისიდან რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს. Facebook-ის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ფსიქოლოგებთან და ბულინგის საწანააღმდეგოდ შექმნილ ჯგუფთან კონსულტაციები გაიარა. 

კომპანიის განმარტებით, მომხმარებელი ფოკუსირებული გახდება შინაარსის ხარისხზე და არა ლაიქებსა და რეაქციებზე.

Facebook კომენტარი
  •  
  •  
  •  
  •  
Facebook გვერდი