Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
+995 322 83 24 08 admin@mx.com.ge საქართველო,ბათუმი

Facebook, მონაცემების სანაცვლოდ, მომხმარებლებს ფულს გადაუხდის

Facebook, მომხმარებლებს, მათი მონაცემების გამოყენების სანაცვლოდ, თანხას გადაუხდის. ამისთვის, კომპანიამ, სპეციალური აპლიკაცია Study fromFacebook შექმნა.

აქ თავს მოიყრის სხვადასხვა მონაცემი, რომელსაც სოციალური ქსელის მენეჯმენტი,  კვლევებისთვის გამოიყენებს – აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, Facebook მიიღეს ინფორმაციას, სხვა რა პროგრამებით სარგებლობს მომხმარებელი და ყველაზე ხშირად რომელ ფუქნციებს იყენებს. Study fromFacebook-ით, კომპანია, ასევე გაიგებს, რა დროს უთმობს თითოეული მათგანი კონრეტულ პროგრამას.

ცხადია, აპლიკაციის გადმოწერა და მისი გამოყენება, ნებაყოფლობითია. ამით, მომხამრებლები, Facebook-ს საკუთარ მონაცემებს აძლევენ და იმაზეც თანახმა არიან, კომპანიამ ეს ინფორმაცია გამოიყენოს.

კვლევაში მონაწილეობა და აპლიკაციის გადმოწერა მხოლოდ სრულწლოვან მომხმარებლებს შეუძლიათ და როგორც კომპანიის მიერ გვარცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უარის თქმა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

Facebook კომენტარი
  •  
  •  
  •  
  •  
Call Now Buttonდარეკეთ!
Facebook გვერდი