Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
+995 322 83 24 08 admin@mx.com.ge საქართველო,ბათუმი

აპლიკაცია, რომელიც ვიდეოსელფის გადაღების შემთხვევაში, წნევას გაგიზომავთ

წნევის გაზომვა უკვე ვიდეოსელფის გადაღების შედეგადაა შესაძლებელი. აღნიშნული ტექნოლოგიური სიახლე ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარების სახელს უკავშირდება. ახალ ტექნოლგოგიას ტრანსდერმული ოპტიკური გამოსახულება (Transdermal Optical Imaging) ჰქვია. მისი გამოყენებით, სმარტფონის ოპტიკური სენსორი ირეკლავს ჰემოგლობინს, ადამიანის სახის კანის ქვეშ. ჰემოგლობინი ერთგვარი პროტეინია, რომელიც ადამიანის სხეულში/სისხლში ჟანგბადის მოძრაობას უზრუნველყოფს. მისი მოძრაობის გაზომვით ტექნოლოგია ზომავს წნევას.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა გამოსცადეს ტექნოლოგია 1328 ადამიანზე. დადგინდა, რომ ტექნოლოგიას 96%-იანი აკურატულობით შეუძლია გაზომოს სისხლის წნევის 3 ტიპი – სისტოლური (მაღალი წნევა), დიასტოლური (დაბალი წნევა) და პულსი. მეცნიერთა გუნდმა, ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, სპეციალური აპლიკაცია, სახელად Anura შექმნა, რომელიც 30 წამიანი ვიდეოს გადაღების შემდეგ, მომხმარებელს წნევასა და გულისცემას გაუზომავს. როგორც პრეს-რელიზში ვკითხულობთ, აპლიკაციის ამოქმედებას მეცნიერთა გუნდი, დასაწყისისთვის, ჩინეთში გეგმავს. ეს ამ შემოდგომაზე მოხდება. ისინი იმედოვნებენ, რომ ტრანსდერმული ოპტიკური გამოსახულების ტექნოლოგიას ჰემოგლობინის მოძრაობის (სისხლის წნევის) გაზომვის გარდა, სამომავლოდ, სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონის დასადგენადაც გამოიყენებენ.

კვლევა ამერიკულ ჟურნალში – Circulation: Cardiovascular Imaging გამოქვეყნდა.

Facebook კომენტარი
  •  
  •  
  •  
  •  
Call Now Buttonდარეკეთ!
Facebook გვერდი