სოციალური მედია მენეჯმენტი

სოციალური მედია მენეჯერი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. ინტერნეტ მომხმარებლების რიცხვის ზრდასთან ერთად, კომპანიები სულ უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ მომხმარებლებთან ონლაინ კომუნიკაციას.

უამრავი დამხმარე კომპიუტერული პროგრამისა თუ ონლაინ სერვისის საშუალებით, დღეს საკუთარი ძალებითაც არის შესაძლებელი იმის გაკეთება, რისთვისაც ბევრ კომპანიას სპეციალისტის დახმარება სჭირდება.

კურსის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს ახალი მედიის შესაძლებლობები, დაეხმაროს სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენებაში, გააცნოს Facebook-ისა და სხვა სოციალური მედიის არხების დამატებითი შესაძლებლობები, რათა მომავალში მსმენელებმა შეძლონ ამ სოციალური არხების თავიანთ საჭიროებებზე მორგება. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა და კურსის განმავლობაში მსმენელებს მოუწევთ თავად შექმნან და გამართონ სოციალური მედიის არხები.

Read More

ვის კბენენ უფრო მეტად კოღოები – ზაფხულის აქტუალური თემა

კოღოები ერთ-ერთი გადაუჭრელი და აქტუალური პრობლემა ხდება მოქალაქეებისთვის, როგორც კი ოდნავ დათბება. საკითხი აქტუალურია ბათუმშიც, სადაც ამ პარაზიტებთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი აქვთ შემუშავებული. კოღოებს ებრძვიან სპეციალური ტაბლეტებით, სითხეებით, “სპირალებით” თუ ბადეებით… არსებობს ელექტრო ჩოგანიც მათი განადგურებისთვის…

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კოღოები ნაკლებად “ეტანებიან”… გთავაზობთ კვლევის შედეგებს, იმის გასაგებად თუ რომელი სისხლის ჯგუფი უფრო იზიდავს მათ.

დადგინდა, რომ კოღოების მსხვერპლს უფრო ხშირად პირველი ჯგუფის სისხლი აქვთ. კოღოები სისხლით სავსე სხეულს კანის სუნით ირჩევენ, მათ ზუსტად ის ნახშიროჟანგი იზიდავთ, რომელსაც ჩვენ ამოვისუნთქავთ. მოძრაობის დროს, ადამიანის ორგანიზმში რძემჟავა წარმოიქმნება, რომელიც ოფლში მოხვედრის შემთხვევაში, ატრაქტანტი (ბუნებრივი ან სინთეზური ნივთიერება, რომელიც ცხოველებს იზიდავს) ხდება კოღოებისთვის.

ადამიანის კანზე 400-ზე მეტი ქიმიური ნაერთი აქვს, რომელიც ეხმარება კოღოებს საკვების მიღებაში. კანზე არსებული ბაქტერიები სწორედ ამ ნაერთების ერთმანეთში შერევით სუნს ქმნის, რომელიც ოფლად გამოიყოფა.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რაც უფრო ოფლიანია სხეული, ის მით უფრო გემრიელად გამოიყურება მშიერი კოღოსთვის.

დადგინდა, რომ კოღოები არც ლუდის მოყვარულებს ინდობენ. მათ უფრო ესხმიან თავს, ვიდრე მათ ფხიზელი მეგობრებს.

გარდა სუნისა, კოღოები “გემრიელი საკვების” მოსაძებნად მხედველობასაც იყენებენ, რაც უფრო მუქი ფერი აცვია მსხვერპლს, მით მეტად ხდება ის კოღოებისათვის შესამჩნევი, ხოლო ღია, მკრთალი ელფერი ერთმანეთში ერევათ.

რატომ გვექავება კოღოს ნაკბენი? კოღო კბენის დროს, ნანო ერთეულში ნისკარტის ჩაშვების დროს, კანის სიღრმეში შხამის შეყვანას ასწრებს იმისთვის, რომ სისხლი გათხელდეს და ადვილად ამოწოვოს. სწორედ ეს შხამი რჩება ნაკბენში, რაც კანის ქავილს და გაღიზიანებას იწვევს.

კოღოებს, ისევე როგორც ადამიანებს, აქვთ ყნოსვის ორგანოები. ისინი ყველაზე მეტად ვერ იტანენ: ევკალიპტის, კედრის მიხაკის, რეჰანის, და ანანასის სუნს. ამ მცენარეებიდან რომელიმეს ეთერზეთის გამოყენების შემდეგ, თქვენ დღის მანძილზე დაცული იქნებით კოღოებისგან.

Read More

რა არის ბლოგი: როგორ შევქმნათ და ვმართოთ წარმატებული საიტი

როცა საკუთარი ბლოგის შექმნა გვინდა, პირველი კითხვა, რომელიც გვიჩნდება არის

საიდან დავიწყო?

წერთ გუგლში რაღაც საძიებო ფრაზებს როგორიც არის “როგორ შევქმნა ბლოგი”, “რა არის ბლოგი”  და “როგორ გავხდე ბლოგერი”, კითხულობთ სტატიებს, თუმცა,  სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ზუსტ პასუხს ვერავინ გცემთ.

ამიტომ გადავწყვიტეთ გამოვაქვეყნოთ დეტალური გიდი, რომელიც დაგეხმარებათ ხარისხიანი ბლოგის შექმნაში.

პირველ რიგში, სანამ დავიწყებთ დეტალების განხილვას, გეტყვით, რომ 3 ყველაზე პოპულარული უფასო პლატფორმაა:

  1. ვორდპრესი
  2. თამბლერი
  3. ბლოგერი

იმისათვის რომ ჩვენი ბლოგი წარმატებული იყოს და მისი მართვა მარტივად შევძლოთ, ავირჩიოთ ვორდპრესი.

რა არის ბლოგი: როგორ შევქმნათ და ვმართოთ წარმატებული საიტი

პირველ რიგში, ლოგიკური კითხვაა, “რატომ ვორდპრესი”? სხვა სიტყვებით, რატომ უნდა ვამჯობინოთ ვორდპრესი სხვა პლატფორმებს?

  • მარტივია
  • უამრავი უფასო ფლაგინია
  • უამრავი უფასო და ხარისხიანი დიზაინია
  • დაცულია
  • იდეალურია ბლოგის ტიპის საიტისთვის

უმთავრესი კითხვა: რა არის ბლოგი?

რეგულარურად განახლებადი საიტი, რომელსაც მართავს ერთი ან რამდენიმე ადამიანი. ბლოგის წერის სტილი კი არაფორმალურია

როგორ შევქმნა ჩემი პირველი ბლოგი?

გადავიდეთ საქმეზე და ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ შევქმნათ ჩვენი პირველი ბლოგი.

შენიშვნა! სანამ დავიწყებთ, აუცილებელია იცოდეთ, რომ ბლოგს, რომელსაც ამ გიდის მეშვეობით შექმნით იქნება უფასო და დომენი იქნება ამის მსგავსი, “mxstudio.wordpress.com”.

თუ პროფესიონალური საიტის შექმნა გსურთ, რომელიც .ge დომენზე ან .com, .net, .org-ზე იქნება, გადაგამისამართებთ შემდეგ სტატიებზე:

სხვა შემთხვევაში, თუ თქვენი მიზანი უფასო საიტის შექმნაა, განაგრძეთ კითხვა.

პირველი ნაბიჯი ის არის, რომ შევიდეთ ვორდპრესის საიტზე, რომელიც ასე გამოიყურება:

ბლოგის შექმნა

ჩვენი შემდეგი ნაბიჯი ლოგიკურია და ვაჭერთ ღილაკს, “Create Website-ს”, რაც გადაგვამისამართებს შემდეგ გვერდზე.

ჩვენი შემდეგი ნაბიჯი ის არის, რომ შევარჩიოთ დიზაინი, რომელიც საიტზე ავტომატურად დაყენდება. 

სისტემა ავტომატურად შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო ვარიანტს, თუმცა თუ ამ ეტაპზე ვერ წყვეტთ რომელი უფრო მოგწონთ, შეგიძლიათ პირდაპირ “SKIP FOR NOW-ს” დააჭიროთ.

შენიშვნა! არჩეული დიზაინის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. არ იფიქროთ, რომ დიზაინის არჩევის უფლება მხოლოდ ერთხელ გაქვთ.

ჩემი ბლოგისთვის ავირჩევ Penscratch-ს.

ბლოგის დიზაინი

მესამე ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია, რადგან გვიწევს ბლოგის სახელის შერჩევა.

დიზაინისგან განსხვავებით, სახელი, რომელსაც ბლოგისთვის შევარჩევთ სამუდამოა. სხვა სიტყვებით, მისი შეცვლის უფლება აღარ გვაქვს (თუ სახელი აღარ მოგვწონს, მისი შეცვლის ერთადერთ გზაა, რომ ახალი ბლოგი შევქმნათ).

ამიტომ, აუცილებელია, რომ ბლოგის შექმნის პროცესის ამ ნაწილს უდიდესი ყურადღება მივაქციოთ. გარდა ამისა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ სახელი, რომელი ყველაზე მეტად მოგვწონს, დაკავებული იყოს.

თუ სახელის მოფიქრება გიჭირთ, გამოიყენეთ ხელსაწყო “ბლოგის სახელის მომფიქრებელი“. ეს ხელსაწყო დაგეხმარებათ კრეატიული სახელების მოფიქრებაში.

როცა უკვე ბლოგის სახელს შევარჩევთ, მე ავიღებ warmatebablog.wordpress.com-ს, გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე.

ბლოგის სახელი

ბოლოს, ვირჩევთ უფასო გეგმას (Free Plan) და ვაჭერთ “Select Free Plan-ს”.

ბოლო ნაბიჯი ბლოგის შექმნის

ჩვენი ბლოგი უკვე მზად არის და გვრჩება ბოლო ეტაპი, სადაც გვიწევს რეგისტრაციის გავლა. ეს უმარტივესი პროცესია. უბრალოდ შეგვყავს ჩვენი მეილი იუზერნეიმი და პასვორდი. 

ვაჭერთ “Create Account-ს” და შევდივართ მეილზე, რომ ექაუნთი გავააქტიუროთ.

ბოლო ეტაპი რეგისტრაცია

მორჩა!

ჩვენი ბლოგი უკვე მზად არის და ელოდება როდის გამოაქვეყნებთ სტატიებს.

თუ ბლოგზე რაიმე ვიზუალური ასპექტის შეცვლა გსურთ, საიტზე შესვლისას არის განყოფილება “My Site”, სადაც გავხსნით ისეთ კატეგორიებს როგორიც არი “Settings”, “Plugins” და “Themes”.

როგორ ვმართოთ წარმატებული ბლოგი?

ბლოგის წარმატების გასაღები კონტენტია

უმნიშვნელოვანესია ჩვენი წერის სტილი, რომ მკითხველი მარტივად ჩავითრიოთ და ძალიან მოკლე დროში ვაქციოთ ლოიალურ მკითხველად.

რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი საკითხი, რადგან ეფექტურად და საინტერესოდ წერა საკმაოდ ცოტა ადამიანს გამოსდის.

რა უნდა ვქნა თუ წერა არ გამომდის?

საბედნიეროდ, არსებობს გამოსავალი. MX STUDIO ს ვებ_გვერდზე არის კატეგორია, “კონტენტ მარკეტინგი”, სადაც ვაქვეყნებთ სტატიებს, რომლებიც დაგეხმარებათ წერის უნარ-ჩვევების დახვეწაში.

სულ ეს არის, რაც ბლოგის შექმნასა და ეფექტურად მართვას ჭირდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გადახედეთ ჩვენი საიტის სხვადასხვა კატეგორიებს, მაგალითად, სოციალური მედია მარკეტინგს. 

Read More

სოც.მედია ადმინისტრირება

სოციალური მედია მარკეტინგის საშუალებით MX STUDIO გთავაზობთ საუკეთესო გზას – დაამყაროთ ურთიერთობა პოტერციურ კლიენტებთად, მოიზიდოთ და შეინარჩუნოთ ახალი მომხმარებელი.

დღესდღეობით არსებობს ბევრი სოციალური ქსელი. თითოეული მათგანი გამოირჩევა ინფორმაციის გავრცელების განსხვავებული ფორმით. მათი სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენ დაგეხმარებათ პირდაპირი კავშირი დაამყაროთ მომხმარებლებთან, გაიგოთ მათი დამოკიდებულება თქვენი პროდუქტების თუ სერვისების მიმართ.

ჩვენ ვუზრუნველყოფს ორგანიზაციისთვის ბრენდირებული გვერდის შექმნას და მის მართვას. აქ იგულისხმება კორპორატიული მახასიათებლებით დიზაინის შექმნა, ყოველდღიური კრეატიული პოსტების მოფიქრება, დისკუსიების გამართვა და საინტერესო განხილვების წამოწყება, რათა მომხმარებელი მუდმივ კავშირში იმყოფებოდეს თქვენს ბრენდთან.

რეკლამა სოციალურ ქსელში

ჩვენი ჯგუფი განათავსებს თქვენს რეკლამას სოციალურ ქსელში, რომლის მეშვეობით თქვენ გახვალთ სასურველ სეგმენტზე, მიზნობრივად შეძლებთ თქვენს პროდუქციაზე ინფორმაციის მიწოდებასა და გაყიდვების გაზრდას. სტატისტიკებიდან მიღებული მონაცემებით კი განვსაზღვრავთ სოციალური აქტივობების ეფექტურობას და გავაანალიზებთ შედეგს, რომლის საფუძველზეც შევიმუშავებთ ახალ სოციალურ მედია კამპანიებს.

Read More

როგორ დავამახსოვროთ მომხმარებელს ჩვენი ვებგვერდი?

ბიზნესს ვერასოდეს აამუშავებ, თუ მომხმარებელმა არ იცის, როგორ მოგაგნოს ან საერთოდაც, რას სთავაზობ. ამასთან, უცნაურია, მაგრამ ბევრ მცირე ბიზნესს ვებგვერდიც კი არ აქვს და არც ის იცის, სად და როგორ განათავსოს ინტერნეტში შესაფერისი რეკლამა.

statiebi-bog

არ არის აუცილებელი, იყო Google-ის ექსპერტი იმისთვის, რომ იპოვო, როგორ კეთდება მარტივ შაბლონზე ვებგვერდი, ამასთან, არიან ექსპერტებიც, რომლებიც ამას შენ მაგიერ, შესაბამის ფასად გააკეთებენ. თუმცა, მთავარი გამოწვევა ვებგვერდი კი არა, ის კონტენტია, რომელიც ბიზნესის სწორ პოზიციონირებასა და მომხმარებლების მოზიდვას შეუწყობს ხელს. რა გვჭირდება ამისთვის? როგორ მოვიზიდოთ და დავამახსოვროთ თავი მომხმარებელს ონლაინ სივრცეში? ამ კითხვებზე, ვეცდებით, რამდენიმე რჩევით ვუპასუხოთ.

აწარმოე ბლოგი, რომ უკეთ წარმოაჩინო შენი ბიზნესი

არაა აუცილებელი, იყო პროფესიონალი მწერალი, რომ შესაბამისი კონტენტი შექმნა. მთავარია, შეძლო გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება. ბლოგი გაძლევს საშუალებას, რეკლამის, პირდაპირი შეთავაზების გარეშე დაანახო მთავარი უპირატესობა, რაც აქვს შენს პროდუქტს.გაითვალისწინეთ, რომ ტექსტი, ბლოგი თუ სხვა რამ, მკითველისთვის მისაწვდომი უნდა იყოს როგორც პერსონალურ კომპიუტერზე, ისე მობილურზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეწარმეთა უმეტესობა მაინც ვერ ახერხებს კონტენტის პირადად შედგენას, რაც გადატვირთულობით მარტივად აიხსნება. ასეთი შემთხვევისთვის, არსებობენ კოპირაიტერები და კონტენტ-მეიქერები, რომლებიც შესაბამის კონტენტს თქვენ მაგივრად შექმნიან.

შეუერთდი შენს ინდუსტრიას, მიიღე მონაწილეობა ფორუმებში

ფორუმი არის საკმაოდ გამოცდილი მეთოდი შენს ბიზნესზე სასაუროდ. ესაა საშუალება, გამოჩნდე, დაენახო საზოგადოებას და მეტი დაინტერესებული ადამიანი მიიზიდო შენი ვებგვერდისა და ბიზნესისკენ. შეგიძლია მსგავს ფორუმს თავადაც გაუკეთო ორგანიზება. ასეა თუ ისე, ესაა ახალი კონტაქტებისა და პარტნიორების, მომხმარებლების მოზიდვის საშუალება.

გამოიყენე სოციალური ქსელი და ვებგვერდი. უამრავი ადამიანი სარგებლობს სოციალური მედია პლატფორმებით. თუმცა, ხშირად რთულია, ამა თუ იმ სოციალურ პლატფორმაზე შენი კომპანიის პოვნა. გამოიყენე საიტი იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს შენი ორგანიზაციის მისამართის პოვნა სხვადასხვა სოციალურ ქსელში.

მიაწოდე ინფორმაცია მკითხველებს სიახლეების შესახებ

ელექტრონული გაზეთი არის რეგულარული მეთოდი, შეახსენო შენ შესახებ და ამავდროულად, მიაწოდო განახლებული ინფორმაცია. ელექტრონული გაზეთის გამოწერით კონტენტი, რომელიც საიტზე განთავსდება ელ.ფოსტით დაეგზავნება გამომწერებს. ელექტრონული გაზეთი შეიძლება მოიცავდეს ფოტოებსა და ვიდეოებსაც.

მოაწყვე აქტივობები

ვიზიტორებს უყვართ ინტერაქტიული აქტივობები: ისტორიების გაზიარება, ხმის მიცემა, მარტივი კითხვარის შევსება და ამისათვის რაიმე საჩუქრის მიღება. სწორად დაგეგმილი მსგავსი კონკურსები მნიშვნელოვნად წაადგება სოციალური მედიის გააქტიურებას.

ფოტო/ვიდეო კონტენტი. მარტივი ვიდეოები, რომლებზეც შენს სერვისებსა და მომხმარებლებზეა და ამავდროულად, მცირე ქრონომეტრაჟიანია, ასევე საინტერესოა მომხმარებლისთვის. მსგავსი ვიდეოების ატვირთვა შეიძლება Youtube-ზე, ხოლო შემდეგ, ვებგვერდზე განთავსება. ყურადღება მიაქციე, რომ ვიდეო იყოს სახალისო და საყურებლად კომფორტული.

სპეციალური აპლიკაციები გეხმარება მარტივად განაახლო ინფორმაცია დღის შემოთავაზებაზე ან სხვა აქციაზე. ესაა მარტივად გაფორმებული, სახალისო და მოსახერხებელი ინსტრუმენტი.

დიახ, ბევრი დეტალია, მაგრამ ნუ შეშინდები, არც ყველაფრის ერთდროულად კეთებაა აუცილებელი. თავდაპირველად, აარჩიე საქმეები, რაც გეხერხება და იმით დაიწყე, მთავარია გახდე ხილული შენი მომხმარებლებისთვის.

Read More

საიტის დამზადების ფასი

საიტის დამზადების ფასი შეიძლება ძალინ განსხვავებული იყოს ერთმანეთისგან.

დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი საიტის დამზადება გინდათ,რა ინფორმაციული მოცულობის, რა პარამეტრების , დაცულობის, დიზაინის, ანიმაციების, რამდენად სრულყოფილი სეო ოპტიმიზაცია აქვს ,რა ძრავზეა და ა შ.

ყველაფერი ეს განსაზღვრავს შესასრულებელი სამუშაობს მოცულობას, რაც დიდია შესასრულებელი სამუშაო მით დიდია ფასიც.

არასწორი მიდგომაა როდესაც საიტის შემქმნელს არჩევენ ფასის მიხედვით რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ფასად რა ხარისხს იღებს.

მარტივი მაგალითი რომ ავიღოდ,  საშუალო ტიპის საიტის seo ოპტიმიზაციას მინიმუმ 3 დღე ჭირდება,როდესაც თქვენ ფასს ეკითხებით პროგრამისტს და ამ პროგრამისტს წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს სრულყოფილი seo, ის რათქმაუნდა ნაკლებ თანხას გეუბნებათ რადგან თქვენ საიტზე დამატებით 3 დღეს არ იმუშავებს.

შედეგად კი იღებსთ საიტს რომელიც ცუდად იძებნება, რადგან რაც მეტია პროგრამისტის ცოდნა მით უკეთ იძებნება მათი დამზადებული საიტები.

ამ შემთხვევაში კი გიწევთ google სთვის თანხის გადახდა დღეში მინიმუმ 10$ თვეში კი 300$.

ასე რომ თქვენ შეიძლება 200 ლარი დაზოგეთ მაგრამ პირველივე თვეში რეკლამაში 300$ გადახდა მოგიწიათ.

გამომდინარე აქედან ნუ ანდობთ თქვენი საიტის დამზადებას მათ ვის კომპეტენციაშიც დარწმუნებული არ ხართ.

Read More

ვებ & გრაფიკული დიზაინის კურსები

ვებ დიზაინერი ისევე როგორც გრაფიკული დიზაინერი დღეს დღეობით ერთ ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა.

აღნიშნული პროფესიის უპირატესობა იმაში მდგომარეობს რომ თვით განვითარებისთვის არაა აუცილებელი სადმე მუშაობდეთ.ინტერნეტში უამრავი ვიდეო თუ როგორ კეთდება ესა თუ ის ეფექტი ან მონახაზი.

გარდა ამისა არ საკმარისია კომპანიაში წარადგინოთ თქვენი ნამუშევრები რომ უკვე დამქირავებელმა იცის თქვენი პროფესიონალიზმის დონე.

ინტერნეტში ბევრი უცხოური  საიტია სათაც შესაძლებლობა გაქვთ ატვირთოთ თქვენი ნამუშევრები ,დაინტერესების შემთხვევაში თქვენი პარტნიორი გიკავშირდებათ და თანამშრომლობთ მასთან დისტანციურად.

აღნიშნული პროფესიის დასაუფლებლად საჭიროა როგორც მინიმუმ კარგად ფლობდეთ გრაფიკულ პროგრამებს adobe photoshop, adobe illustrator , corel draw.

ასე რომ თუ ხართ კრეატული ადამიანი და ფანტაზია არ გაკლიათ  მაშინ ეს პროფესია თქვენთვისაა.

Read More