Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
+995 322 83 24 08 admin@mx.com.ge საქართველო,ბათუმი

რა არის კონტენტ მარკეტინგი და რატომ უნდა გამოვიყენოთ ბიზნესში?

კონტენტ მარკეტინგი შეგვიძლია ავღწეროთ როგორც მარკეტინგული ტექნიკა, რომელიც სამიზნე მომხმარებლებს აწვდის საჭირო, რელევანტურ ინფორმაციას. იმ მიზნით რომ მართოს მომხმარებელთა ქცევა. ეს კონტენტი შეიძლება წარმოვადგინოთ სხვადასხვა გზით: სტატიებით, ფოტოებით, აუდიო, ვიდეო საშუალებებით, ინტერაქტიული კვლევებით.

ძირითადი მიზანი კონტენტ მარკეტინგში არის მოზიდვა მომხმარებლების და უზრუნველყოფა ღირებული და რელევანტური თემებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონტენტ მარკეტინგი იზიდავს მომხმარებელს, განსხვავებით რეკლამისგან, რომელიც ცდილობს, რომ გაყიდოს პროდუქტი მომხმარებელზე.

დღესადღეობით, კონტენტ მარკეტინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. ბევრი მარკეტერი ცდილობს შეისწავლოს ეს სფერო. კონტენტ მარკეტინგი არის უფრო გამახსენებელი მომხმარებლისთვის, ვიდრე რეკლამა.

კონტენტ მარკეტინგი რა არის კონტენტ მარკეტინგი და რატომ უნდა გამოვიყენოთ ბიზნესში?
წყარო: http://advertwise.ge

რატომ უნდა დავიწყოთ კონტენტ მარკეტინგის გამოყენება? – ვინაიდან მომხმარებლეთა ჩვევები შეიცვალა. განვითარდა სოციალური და ციფრული ტექნოლოგიები. თუ გინდათ რომ მომხმარებლებმა ნახონ ინფორმაცია თქვენს ბიზნესზე საჭიროა დაიწყოთ კონტენტ მარკეტინგის გამოყენება.

კონტენტ მარკეტინგისთვის მნიშვნელოვანია საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია SEO. ვინაიდან როდესაც წერ ახალ კონტენტს ვებგვერდზე, გუგლი ამას აღიქვამს  საიტის განახლებად. ეს კი ვებგვერდს რეიტინგულს ხდის საძიებო სისტემაში. ამასთან, როდესაც კონტენტი დაკავშირებულია სხვა ბლოგთან, რომელიც უკან აკავშირებს შენს ვებგვერდთან ეს ზრდის საიტის რეიტინგს.

როდესაც მყიდველს აქვს პრობლემა გადაწყვეტილების მიღებისას თუ რა შეიძინოს, ამას აკეთებს გუგლის საძიებო სისტემა. მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას იმ პროდუქტის შესახებ, რასაც იგი გუგლის საშუალებით ეძებს. კონტენტ მარკეტინგის საშუალებით ბიზნესი გახდება უფრო ნახვადი, ადვილად მოძებნადი კლიენტების მხრიდან. ამისათვის კი საჭიროა შეიქმნას მუდამ განახლებადი კონტენტი –  განახლდეს ბლოგი, დაიწეროს სტატიები.

Facebook კომენტარი
  •  
  •  
  •  
  •  
Facebook გვერდი