+995 322 83 24 08 admin@mx.com.ge საქართველო,ბათუმი

რატომ გავხდი დიზაინერი?

დიზაინერი სჭირდება ყველას
დღესდღეობით, დიზაინის გარეშე არ არსებობს არც ერთი სფერო. სამრეწველო დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, ვებ-დიზაინი, თამაშის დიზაინი, სარეკლამო დიზაინი – ვარიანტი ბევრია. რა მიმართულებაც არ უნდა აირჩიოთ, სამუშაო ყოველთვის გექნებათ.

შემოქმედებითი პროფესია
დიზაინერი ის პროფესიაა, სადაც ჩანს შემოქმედებითი კრეატიულობა. ცოდნისა და კრეატივის სინთეზი კი, დაგეხმარებათ, ხორცი შეასხათ თქვენს ხედვას ხელოვნებაში. შეგეძლებათ განახორციელოთ ჩანაფიქრები, იდეები და იყოთ მუდმივ განვითარების პროცესში.

დისტანციურად მუშაობა
დიზაინერის პროფესიის არჩევის შემთხვევაში, შეგიძლიათ იმუშაოთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან თქვენივე გრაფიკით.

მუდმივი განვითარება და წინსვლა
დიზაინერის პროფესია ეს მუდმივი თვითგანვითარების პროცესია, ამასთანავე იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შემოქმედებით ადამიანებთან ურთიერთობის, აზრებისა და იდეების გაზიარების საშუალებას იძლევა. დიზაინერის პროფესიის არჩვევისას თქვენ არ მოიწყენთ.

ღირსეული ხელფასი
დიზაინერი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალისტია ნებისმიერ სფეროში. ხელფასის ოდენობა დამოკიდებულია სპეციალისტის კვალიფიკაციასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე. საქართველოში დიზაინერის საშუალო ხელფასი 1500-3000 ლარია, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში – გაცილებით მეტი.

მსოფლიოს შეცვლის რეალური შესაძლებლობა
არ აქვს მნიშვნელობა, რას ელით თქვენი პროფესიისგან – ბევრი ფულის მიღებას თუ მსოფლიოს შეცვლის შესაძლებლობას. დიზაინი მოგცემთ ორივეს გაკეთების საშალებას. ვინ იცის, იქნებ ზუსტად თქვენ შექმნათ ნაშრომი, რომელიც დარჩება ჩვენს შთამომავლობას, როგორც შედევრი.

რა უნდაიცოდეს დიზაინერმა?
გრაფიკული რედაქტორები: Adobe: Photoshop, Illustrator, InDesign;
ხატვის უნარ-ჩვევები, ესკიზების შექმნა;
დიზაინის თეორია, ბრენდინგი და აუდენტიკა, მუშაობა კორპორატიულ სტილთან.
ვებ-გვერდის აწყობა და მაკეტირება;
წინაბეჭდვითი მომზადება.
ვებ-დიზაინი და ვებ-კოდირება, დიზაინი და ვებ-გვერდების შექმნა.
ანიმაციების შექმნა AdobeFlash-ის მეშვეობით.
იუზებილითი-საიტების პროექტირება. საიტების საძიებო ოპტიმიზაცია;
Autodesk 3ds Max-თან და Autodesk Maya 3d-თან მუშაობა;
3D მოდელირება და ვიზუალიზაცია.
3D ანიმაცია, კომპიუტერული ანიმაციის შექმნა.
ვიდეოსთან და ხმასთან მუშაობა.

Facebook კომენტარი
  •  
  •  
  •  
  •  
Call Now Buttonდარეკეთ!
Facebook გვერდი