✔ გვერდი MX TV უანგაროდ ემსახურება ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზაციას.
ჩვენი მიზანია, თავი მოვუყაროთ ამ გვერდზე საარქივო ფოტო–ვიდეო მასალებს, საზოგადო მოღვაწეთა ნააზრევებს, პროფესიული ანსამბლების, აკადემიური ანსამბლების, ბავშვთა სანიმუშო ანსამბლების ჩანაწერებს, რომელიც მიმოფანტულია მარგალიტებად. ასევე ხელს ვუწყობთ ახალგაზრდა მსახიობ–მოცეკვავეებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში, რომელსაც ფართო საზოგადოება ეცნობა ჩვენი გვერდის მეშვეობით.
თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს და აფასებდეს ჩვენი წინაპრების ღვაწლს, ამაგსა და შრომას. ქართულ მემკვიდრეობას დიდი სიფრთხილითა და სიფაქიზით უნდა მოვლა, ეს თუ დავივიწყეთ, მაშინ უსახური, გადაშენების პირას მდგარი ერი ვიქნებით...
ფილონ ბიზანტიელს რომ ენახა ეს ფენომენი, მსოფლიოს შვიდ საოცრებას შორის უპირველესს - ქართულ ცეკვას დაასახელებდა!

Facebook კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *