ვიყენებთ მხოლოდ თანამედროვე ვებ-ტექნოლოგიებს

ჩვენ ვიცით, რომ ვებ-საიტი არის არა მხოლოდ ტექსტური და გრაფიკული ინფორმაციის ერთობლიობა, იგი წარმოადგენს კომპანიის ერთგვარ მიზნობრივ რეკლამას, რომელიც კომპანიის პრესტიჟის ამსახველია. შესაბამისად, იგი უნდა იყოს თანამედროვე და დახვეწილი, როგორც ტექნიკური ისე ვიზუალური მახასიათებლების (ფერთა გამა, შრიფტები, გრაფიკული გაფორმება) მხრივ.

ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენი მიდგომის თანამედროვეობა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ მიერ შექმნილ საიტებში მარტივია ორიენტაცია, ინფორმაციის მოძიებისას არ დაიკარგებით გვერდებში, ისინი 1 წუთზე ნაკლებ დროში ჩაიტვირთება და არ დაკარგავთ დროს ზედმეტად.

გთავაზობთ მხოლოდ ექსკლუზიურ და არა შაბლონურ ვებ-გადაწყვეტილებებს

დღეს საკუთარი ინტერნეტ წარმომადგენლობის ქონა უკვე აღარ არის ფუფუნების საგანი და ახირება, იგი ნებისმიერი ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. „საკუთარი“ ჩვენი გაგებით გულისმობს უნიკალურს და ინდივიდუალურს, შესაბამისად ჩვენი დამკვეთები იღებენ ექსკლუზიურ, საავტორო დიზაინს და ორიგინალურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათი ბიზნესის თავისებურებებსა და მოთხოვნებზეა მორგებული.

ვახდენთ საიტების ოპტიმიზაციას საძიებო სისტემებისათვის

მხოლოდ საიტის შექმნა და ინტერნეტში განთავსება საკმარისი არაა. იმისათვის, რომ თქვენი საიტი გახდეს თქვენი ბიზნესის ინტერნეტ რეკლამა და თქვენმა პოტენციურმა კლიენტებმა მარტივად მოგძებნონ ინტერნეტ სივრცეში, საიტი ყოველთვის უნდა იყოს საძიებო სისტემის პირველ გვერდებზე. ჩვენ ვიცით ეს როგორ გავაკეთოთ, ჩვენ ვიცით თქვენი ბიზნესი გაცილებით უფრო თვალშისაცემი და შემჩნევადი როგორ გავხადოთ.

ჩვენ მიერ შექმნილი საიტები მძლავრი მარკეტინგული იარაღია

ჩვენ მჭიდროდ ვურთიერთობთ დამკვეთებთან, ვითვალისწინებთ მათ შეხედულებებსა და სურვილებს, ნათელ წარმოდგენას ვიქმნით დამკვეთების ძლიერ მხარეებზე, მათ კლიენტებსა და კონკურენტებზე, რათა პროდუქტი კლიენტზე მაქსიმალურად მორგებული და მარკეტინგულად ეფექტიანი გავხადოთ.

ჩვენ ვქმნით ადვილად მართვად ვებ-საიტებს

საიტის შექმნის შემდგომ აუცილებელია მისი შევსება ინფორმაციით და პერიოდული განახლება. ნათელია, რომ ყველაზე კარგად გაკეთებული საიტიც კი ვერ იქნება საინტერესო საჭირო და განახლებული შინაარსის გარეშე.

ამის გათვალისწინებით, ჩვენ მიერ შექმნილი ნებისმიერი დინამიკური საიტი არა მხოლოდ აღჭურვილია შინაარსის მართვის სისტემით, არამედ იგი იმდენად მარტივია სამართავად, რომ ის ადამიანიც კი, რომელიც არასდროს ყოფილა დაკავებული პროგრამირებით და საიტის მართვით ადვილად შეძლებს შეიტანოს ნებიმიერი სახის ინფორმაცია ვებ-გვერდზე, დაამატოს სიახლეები, მართოს ფოტოგალერეა და ა.შ. ამისათვის საკმარისია მხოლოდ MS Word-ის ელემენტალური საბასიზო ცოდნის ქონა.

ჩვენ პროფესიონალურად ვაკეთებთ საქმეს

ამ საკითხს გვინდა უფრო დაწვრილებით შევეხოთ, ვინაიდან ხშირად დამკვეთებთან ურთიერთობა ჩვენს ვებ სტუდიაში იწყება კითხვით, რატომ უნდა გადავუხადოთ მეტი ვებ-სტუდიის პროფესიონალებს, მაშინ როდესაც ვებ-გვერდის შექმნა შეუძლია ჩემივე თანამშრომელს, თანამშრომლის შვილს, ძმისშვილს და ა.შ.

პასუხი მარტივია. საიტის, როგორც ურთიერთდაკავშირებული გვერდების ერთობლიობის შექმნა მართლაც ბევრს შეუძლია. მათ, ვინც ერთი პროგრამა მაინც იცის ვებ-გვერდების შექმნის მრავალრიცხოვანი პროგრამებიდან. მაგრამ იქნება კი ფაილების ამგვარი ერთობლიობა ვებ-საიტი? დააკმაყოფილებს კი ამგვარი საიტი იმ მოთხოვნებს, რაც წაყენებულია მის წინაშე?

საქმე იმაშია, რომ ერთი ადამიანს, რამდენად ნიჭიერიც არ უნდა იყოს ის, ვერ ექნება ყველა ის აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება, რაც აუცილებელია გამართული ვებ-გვერდის შესაქმნელად. თუ, მაგალითად ადამიანი პროგრამისტია, ის უკვე აღარ არის ვებ-დიზაინერი. უბრალოდ, ადამიანის ტვინია ისე მოწყობილი, რომ ხატოვან და ლოგიკურ აზროვნებას ტვინის სხვადასხვა ნახევარსფერო აკონტროლებს. რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისებიც - როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი, მაგალითად. მაგრამ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ იცნობთ ასეთ ადამიანს? თუ კი, მაშინ დაუფიქრებლად მიანდეთ თქვენი მარკეტინგული იარაღის გაკეთება მას.

მაშასადამე, დავუბრუნდეთ იმ აზრს, რომ 1 სპეციალისტს ვებ-გვერდის შექმნა შეუძლია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ვებ-საიტი 90% შემთხვევაში იქნება უსარგებლო. ანუ, მასში გადახდილი მცირედი თანხაც კი იქნება გადაყრილი. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაზე ცუდი. ასეთმა საიტმა შეიძლება იმუშაოს თქვენ წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ, თქვენი პოტენციური კლიენტი შემთხვევით გადააწყდება თქვენ ვებ-გვერდს ინტერნეტში და აუცილებლად დაუსვამს საკუთარ თავს კითხვას: „როგორ უნდა ვენდო ისეთ კომპანიას, რომელსაც ნორმალურად საკუთარი თავის წარმოჩენაც კი არ შეუძლია?“.

თუ თქვენი საიტი არ არის სწორად გაკეთებული, არამედ გაკეთებულია ისე, როგორც გამოვა, ის არ იმუშავებს. და ცოდოა არა მხოლოდ ის ფული, რომელიც ქარს გაატანეთ, არამედ დრო და კლიენტები, რომლებიც შეიძლება თქვენი ყოფილიყვნენ და ცუდი საიტის გამო აირჩიეს თქვენი კონკურენტები.

და ეს მართლაც ასეა. სხვადასხვა შეფასებების მიხედვით, ჩვენთან და საზღვარგარეთ, ვებ-საიტით მოდის კლიენტთა 10-50%.

და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი

თუ თქვენი საიტი კერძოდ გააკეთებინეთ ვინმეს, ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ შემქნელის ინტერესები მალე გადაინაცვლებს სხვა სფეროში. მას ვერ დაუკავშირდებით იმ შემთხვევაში, თუ პრობლემები შეგექმნებათ საიტის მუშაობაში. მოგიწევთ მიმართოთ ამ პრობლემით სხვა პირებს. ეს პროცესი დაკავშირებულია გაცილებით მეტ დროსა და ხარჯებთან. სხვა ნაკლებად კომფორტულ გარემოებებზე რომ არაფერი ვთქვათ.

ჩვენ გვყავს საკმარისი რაოდენობის „ვიწრო“ სპეციალისტი, რომელთაგან ყველა პასუხისმგებელია საკუთარ საქმეზე.

ჩვენს სპეციალისტებს აქვთ დიდი გამოცდილება ვებ-გვერდების შექმნაში შესაბამისად იციან, როგორ აკეთონ გამართული საიტი, რა პრობლემები შეიძლება გაჩნდეს და როგორ გაუმკლავდნენ ამ პრობლემებს ოპერატიულად.

ამ საკითხს გვინდა უფრო დაწვრილებით შევეხოთ, ვინაიდან ხშირად დამკვეთებთან ურთიერთობა ჩვენს ვებ სტუდიაში იწყება კითხვით, რატომ უნდა გადავუხადოთ მეტი ვებ-სტუდიის პროფესიონალებს, მაშინ როდესაც ვებ-გვერდის შექმნა შეუძლია ჩემივე თანამშრომელს, თანამშრომლის შვილს, ძმისშვილს და ა.შ.

ჩვენი პრინციპია ნდობა ნიშნავს ნდობას

ჩვენთან ურთიერთობის დაწყებისას, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი საიტის შექმნა პროფესიონალებს მიანდეთ, თუ თვლით, რომ გაცილებით მეტი იცით ვებ-დიზაინის შესახებ, ვიდრე ჩვენმა სპეციალისტებმა და მიგაჩნიათ, რომ ვარდისფერ ფონზე ლურჯი ყვავილები კარგი გადაწყვეტილებაა, უკეთესი იქნება, როგორც თქვენთვის ისევე ჩვენთვის, თუკი თავიდანვე სხვა სპეციალისტებს გადააბარებთ ამ საქმეს.

ვინაიდან ჩვენ, უკვე რამდენიმეწლიანი გამოცდილებით ღრმად ვართ დაწმუნებული, რომ ყველა ცდება, მათ შორის დამკვეთიც და თან არცთუ იშვიათად, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის ნაკლებად კომპეტენტურია ამ საკითხში.

გარწმუნებთ, საუკეთესო პროდუქტის შემოთავაზება თქვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი იმიჯისათვის. ამიტომ, ან გვენდეთ და შემოგთავაზებთ ისეთ პროდუქტს, რომელიც გააფართოვებს თქვენს ბიზნესს და მაქსიმალურად ეფექტიანად იფუნქციონირებს, ან მიმართეთ სხვა შემსრულებელს.

დიზაინი

ჩვენ მიერ შექმნილი ვებ-გვერდი პირველ რიგში ესთეტიკურად მიმზიდველი და ჰარმონიულია. მასში გაერთიანებულია დამკვეთის სურვილები და ვებგვერდის დიზაინის შემუშავების საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტები.

პროდუქტის ხარისხი

ჩვენ მიერ შემოთავაზებული პროდუქტი დახვეწილია, როგორც გრაფიკული ელემენტების, ისე პროგრამული კოდის გამართულობის თვალსაზრისით.

ფასი

ჩვენ გთავაზობთ რეალურ ფასებს, რომელიც განისაზღვრება ვებ საიტზე დახარჯული დროითა და განსახორციებელი სამუშაოს სირთულით და არა დამკვეთის სახელით, ან წლიური ბიუჯეტით.

დაცულობა

ჩვენი პროდუქტის პროგრამული კოდი მაქსიმალურად დაცულია „გატეხვისა“ და ჰაკერული შეტევებისაგან. ვინაიდან, უსაფრთხოება უზრუნველყოფილია გამართული პროგრამული უზრუნველყოფითა და სისუსტეების გათვალისწინებით.

ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მიერ შექმნილი დინამიკური საიტები იმართება ინდივიდუალური შინაარსის მართვის მექანიზმით (CMS) რომლის კოდი და მოდულების წყობის მექანიზმი სხვა გავრცელებული ალტერნატივებისგან (Joomla, Drupal და ა.შ) განსხვავებით არ არის ღია და ცნობილია მხოლოდ ჩვენთვის - დამკვეთისთვის და შემსრულებლისათვის.

საიტის ადმინისტრირების საკუთარი მექანიზმი (CMS)

ჩვენ შევიმუშავეთ საიტის ადმინისტრირების მექანიზმი, რომელიც ზემოაღნიშნული დანიშნულების - საიტის დაცვის ფუნქციის გარდა, საშუალებას გვაძლევს დავამზადოთ ნებისმიერი სახის მოდული საიტისათვის და არ შემოვიფარგლოთ გავრცელებული ღია მექანიზმების შესაძლებლობებით. ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენი საიტის ადმინისტრირების მექანიზმი დაფუძნებულია ღია პროგრამულ არქიტექტურაზე, შექმნილია მთლიანად ჩვენი კომპანიის მიერ და არ იყენებს მესამე პირთა მიერ წარმოებულ საავტორო უფლებებით დაცულ კოდს.

ინოვაციური მიდგომები

ჩვენი ყოველი პროდუქტი შექმნილია თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით და გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები. ჩვენ ყოველ ახალ პროექტში ახალი ტექნოლოგიებისა და ტრენდების დანერგვას ვცდილობთ.

ოპტიმიზირებული პროდუქტი საძიებო სისტემებისათვის

ჩვენ გთავაზობთ საძიებო სისტემებში სწორად ინტეგრირებულ ვებ-გადაწყვეტილებებს, რომლის საშუალებით თქვენი საიტი ყოველთვის იქნება საძიებო სისტემების პირველ გვერდებზე.

ამასთან, აღვნიშნავთ, რომ ქართული ვებ-ტექნოლოგიების განვითარების ბაზარზე, ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია, რომელიც იწყებს ე.წ. „მეგობრული URL-ების“ (SEF URL - Search Engine Friendly URL) ტექნოლოგიის მასიურ დანერგვას. რომელიც კიდევ უფრო აუმჯობესებს საიტების ძიების პროცესს ყველა არსებულ საძიებო მექანიზმში.

დამკვეთთან ურთიერთობა

პროექტის მიმდინარეობის პროცესში, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ დამკვეთთან, ვითვალისწინებთ მის სურვილებს, უპირატესობებს და ასევე ვთავაზობთ საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც დამკვეთის კმაყოფილების დამსახურება, ისე ხარისხიანი, პროფესიონალურად შესრულებული პროდუქტის მიღება, რომელიც ეფექტიანი მარკეტინგული იარაღი იქნება როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის.

ტრენინგი და ტექნიკური მხარდაჭერა

ყოველი პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენ ვატარებთ უფასო ტრენინგს დამკვეთისთვის, რათა სრულად და სწორად გავარკვიოთ ის შინაარსიის მართვის სისტემის (CMS) მუშაობის პრინციპებში.

პროექტის დასრულებიდან 2 თვის განმავლობაში, ჩვენ ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ვახორციელებთ აღმოჩენილი ხარვეზების ოპერაციებს.

MX STUDIO Graphic Designer

გრაფიკული დიზაინის წყალობით შესაძლებელია სწრაფი ვიზუალური კომუნიკაციის დამყარება მომხმარებელთან. კარგი დიზაინი არის ერთდროულად ლამაზი და გასაგები. ეს კომპონენტი უმნიშვნელოვანესია პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად.