+995 322 83 24 08 admin@mx.com.ge საქართველო,ბათუმი

რატომ და როგორ შეიქმნა GEODANCE.GE?

ვინ არიან geodance.ge ინტერნეტ მედია ტელევიზიის შემქმნელები?

მოგესალმები, ძვირფასო მეგობარო! ჰო აი,შენ! ამას რომ თვალებ გაფაციცებით კითხულობ მინდა ერთი საინტერესო რამ გაგიზიაროთ…🤗 ყოველთვის მინდოდა შემექმნა პროექტი რომელიც “ქართულ ცეკვასთან” იქნებოდა სიახლოვეს მაგრამ სიახლოვეს კიარა მასში მთელი გული და სული ჩავდე, რომ გარკვეულ მიზანს მიმეღწია… ერთ დღესაც მომაფიქრდა ესეთი რამ თუ ყველა კატეგორიის ვებ_გვერდი არსებობს რატომ არუნდა არსებობდეს ქართული ცეკვის სიახლეების ვებ-გვერდი თქო… ჩვენ გავიარეთ რეკონსტრუქცია და ამის შემდეგ სრულად წავრსდგებით თქვენთან… და აი ისიც!
ჩვენი მიზანია ქორეოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზაცია!
1. ვებ-გვერდი 2. ანდროიდ აპლიკაცია 3.ინტერნეტ მედია ტელევიზია 4.Facebook გვერდი ინსტაგრამი,ტვიტერი,ლინკედინი
5. Feedc,Vkontakte,Dribbble,Behance… 6.LIVE ჩართვები
7. ვიდეო გაკვეთილები 8. ვიდეო გადაღება&მონტაჟი 9. ინტერვიუ
10.ცეკვის (შესწავლა) აკადემია (ანსამბლი)

ჩვენ ყველგან ვართ! აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი ამით თქვენ დაგვეხმარებით ცნობადობის ამაღლებაში…

წერს: ინტერნეტ ტელევიიზის დამფუძნებელი მალხაზ ბებია, სოც.მედია მენეჯერი: სოფო კუპრეიშვილი ვიდეო მონტაჟი: ვახო ლაგვილავა, მოხალისე ჟურნალისტები მარიამ გვარჯალაზე, ნინი სამსონია,მეგი კუპრაძე, ბექა ლაგვილავა, ნინი სამსონია, მამუკა გამჯასშვილი.

„Geodance.ge“GEORGIAN DANCE NEWS ” სიახლეები ქართული ცეკვის შესახებ” (ინტერნეტ მედია ტელევიზია) ვებ-სივრცეში გაჩნდა ტელევიზიები, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტში მაუწყებლობენ და მათ მიერ შეთავაზებული სატელევიზიო პროდუქტის ნახვა მხოლოდ ინტერნეტშია შესაძლებელი. დღესდღეობით ძალიან ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ინტერნეტ-ტელევიზია მომავლის ტელევიზიაა. მართალია, დღესდღეობით საქართველოში კომპიუტერების რაოდენობას ტელევიზორების რაოდენობა ჯერ კიდევ აჭარბებს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მომავლის ტელევიზიას ქართულ ვებ-სივრცეში საფუძველი უკვე ჩაეყარა. პირველი ინტერნეტ-ტელევიზია “GEODANCE.GE” (https://geodance.ge) ქართული ცეკვის კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ახალგაზრდა ქორეოგრაფთა ასოციაციის ინიციატივით შეიქმნა და ინტერნეტ სივრცეში 2020 წლის 25 მარტს გავიდა. ცენტრმა, რომელიც მივიწყებული ქართული კულტურის, ისტორიის, ენისა და ტრადიციების მიმართულებით მუშაობდა, ეს საკითხები თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინტერნეტს დაუკავშირა და დაკარგვის საფრთხის წინაშე მდგომი ლაზური დიალექტის გადარჩენის მიზნით, ინტერნეტ-ტელევიზია დააარსა. ინტერნეტზე კი არჩევანი მისი სპეციფიკიდან გამომდინარე შეჩერდა: იქიდან გამომდინარე რომ მსოფლიოში განვითარებულია ინტერნეტი და, ამასთან, მისი დახმარებით ტელევიზიის ყურება შესაძლებელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვებ-სივრცე გაცილებით თავისუფალია: “მას არ სჭირდება სიხშირე, ლიცენზიები, აქ გამორიცხულია ცენზურა..ძალიან მალე ინტერნეტი მასმედიის მძლავრ საშუალებად იქცევა, ქართულ ვებ-სივცეში კი ამ კუთხით პირველი ნაბიჯი ჩვენ უკვე გადავდგით”.ინტერნეტ-აუდიტორია მალე გაუტოლდება სატელევიზიო აუდიტორიას. ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია სატელევიზიო ეთერის ორგანიზებისთვის, კატასტროფულად დიდია ინტერნეტ-ფორმატში მაუწყებლობის ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯებთან შედარებით. ინტერნეტ-ტელევიზიას ფუნქციონირებისთვის სჭირდება გაცილებით ნაკლები ტექნიკური და ადამიანური რესურსები. ასე რომ, ამ სფეროს განვითარებას სულ ახლო მომავალში უნდა ველოდოთ”, რომ დღეს არსებული ქსელების გამტარუნარიანობა და უახლესი ვიდეო კომპრესიის შესაძლებლობები საშუალებას იძლევა ინტერნეტ-მაუწყებლობა მარტივად და იაფად განხორციელდეს. რაც შეეხება მათ, ვისაც ინტერნეტ-ტელევიზიის შექმნა სურთ და აინტერესებთ რა არის საჭირო ამ საქმიანობის დასაწყებად: ტექნიკურად ინტერნეტ-მაუწყებლობის გასახორციელებლად საკმარისია მძლავრი სერვერი, დიდი გამტარუნარიანობის შეერთება ლოკალურ და გლობალურ ქსელთან და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა მედიასტრიმინგის უზრუნველსაყოფად. ხოლო ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტ ტელევიზიის ორგანიზებასთან, პირდაპირპროპორციულია იმ რიცხვისა, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ერთდროული მომხმარებლების რაოდენობას. ჩვენი მიზანია, წვლილი შევიტანოთ ქართული ქორეოგრაფიის ხარისხიან და სწრაფ განვითარებაში. „Geodance.ge“ ვებგვერდზე ახალგაზრდა, ენერგიული, უმაღლესი დონის პროფესიონალი მსახიობ-მოცეკვავეები,ქორეოგრაფეები,ჟურნალისტები მუშაობენ. ვებგვერდი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის მასალებით. გვერდი geodance.ge უანგაროდ ემსახურება ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზაციას.
ჩვენი მიზანია, თავი მოვუყაროთ საარქივო ფოტო–ვიდეო მასალებს, საზოგადო მოღვაწეთა ნააზრევებს, პროფესიული ანსამბლების, აკადემიური ანსამბლების, ბავშვთა სანიმუშო ანსამბლების ჩანაწერებს, რომლებიც მიმოფანტულია მარგალიტებად. ასევე ხელს ვუწყობთ ახალგაზრდა მსახიობ–მოცეკვავეებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში, რომელსაც ფართო საზოგადოება ეცნობა ჩვენი გვერდის მეშვეობით.
თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს და აფასებდეს ჩვენი წინაპრების ღვაწლს, ამაგსა და შრომას. ქართულ მემკვიდრეობას დიდი სიფრთხილითა და სიფაქიზით უნდა მოვლა, ეს თუ დავივიწყეთ, მაშინ უსახური, გადაშენების პირას მდგარი ერი ვიქნებით…
ფილონ ბიზანტიელს რომ ენახა ეს ფენომენი, მსოფლიოს შვიდ საოცრებას შორის უპირველესს – ქართულ ცეკვას დაასახელებდა! ვებ-გვერდი: https://geodance.ge https://tv.geodance.ge https://music.geodance.ge https://book.geodance.ge გმადლობთ,მხარდაჭერისთვის!

💢 აპლიკაციის გადმოწერა:https://bit.ly/39IYYR1
💢 Georgian Dance News: www.Geodance.ge
💢 გააზიარეთ და მოიწონეთ ჩვენი გვერდი!

© მხარდამჭერები: საქართველოს ახალგაზრდა ქორეოგრაფთა ასოციაცია Geodance.ge Studio-GB კულტურის ინსტიტუტი კულტურის ინსტიტუტი Art-Folk Art-Folk ონლაინ არტ-ფოლკ ფესტი/Online Art-Folk Fest საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი Georgian Academy of Choreographers/საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემია MX STUDIO
————————————————————————————

Facebook კომენტარი
  •  
  •  
  •  
  •